შესაძლებლობების განვითარება ქართული სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის.

*** გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ეს არის ინდივიდუალური მოწვევა. თქვენ შეგიძლიათ გაუზიაროთ ის მხოლოდ სანდო პარტნიორებს და კოლეგებს. თუმცა, გთხოვთ არ გაავრცელოთ დოკუმენტი სოციალურ მედიაში, ვებსაიტებსა თუ სხვა საჯარო პლატფორმებზე.*** 

მოწვევა განაცხადების მისაღებად ქართული სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის, რომლებიც იცავენ ადამიანის უფლებებს და მუშაობენ დემოკრატიული პრინციპების ხელშესაწყობად. 

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

რეგისტრირებულ ან არარეგისტრირებულ სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედია საშუალებებს, საინიციატივო ჯგუფებს, სოციალური მეწარმეობის ჯგუფებს/კრეატიულ ორგანიზაციებს და ა.შ. აღნიშნული ორგანიზაციები შესაძლოა დაფუძნებული იყვნენ როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს მიღმა, თუმცა უნდა ფოკუსირდებოდნენ ქვეყნის შიგნით მყოფ ბენეფიციარებზე. განმცხადებელ ორგანიზაციას/ინიციატივას/მედიას უნდა შეეძლოს იმ სერვისების მიწოდება და აქტივობების განხორციელება საქართველოში, რომლებიც იცავენ ადამიანის უფლებებს და ხელს უწყობენ დემოკრატიის გაძლიერებას ქვეყანაში. აღნიშნული კონკურსი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს იმ განმცხადებლებს, რომლებზეც ქვეყანაში არსებულმა შემზღუდველმა კანონმდებლობამ, გარემომ და უფლებების შელახვამ  პირდაპირი გავლენა იქონია და ისინი მხარდაჭერას საჭიროებენ. 

განაცხადები, რომლებიც წარდგენილია პოლიტიკური ან რელიგიური ორგანიზაციებისგან, არ განიხილება. ასევე არ განიხილება სხვა ქვეყნის მოქალაქე ინდივიდების განაცხადები. კონკურსი არ არის განკუთვნილი იმ მედია ორგანიზაციების ან ინდივიდებისათვის, რომლებიც წარმოადგენენ პრო-სახელისუფლებო ან სახელმწიფოს მიერ მართულ/მასთან დაკავშირებულ მედიას, სივრცეს, ორგანიზაციას ან არიან ასეთ ორგანიზაციებში დასაქმებული პირები. 

პრიორიტეტი მიენიჭება იმ ორგანიზაციებისა და მედიის განაცხადებს, რომლებიც ქვეყნის შიგნით არიან დაფუძნებული. წახალისებულია განაცხადები რეგიონში მომუშავე ორგანიზაციებისგან, მედიისგან ან საინიციატივო ჯგუფებისგან.

შესაძლებლობების განვითარების მეთოდოლოგია

პერიოდი - 3 თვემდე

ჩვენ ვეძებთ სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს/მედიას/საინიციატივო ჯგუფებს, რომლებიც დაინტერესბული არიან სპეციფიური მხარდაჭერის მიღებით ორგანიზაციული შესაძლებლობების შეფასების (Organizational Capacity Assessment - OCA) მეთოდოლოგიის გამოყენებით, 3 -ეტაპიანი ორგანიზაციული განვითარების პროგრამით:

  1. შეფასების ეტაპი: ორგანიზაციული შესაძლებლობები შეფასდება ექსპერტების მიერ ორგანიზაციის ძირითად გუნდის წევრებთან/გამგეობის წევრებთან ინტერვიუების საშუალებით. შეფასება შეეხება შემდგომ მიმართულებებს:

  • კარგი მმართველობა და ლიდერობა;

  • ფინანსური მენეჯმენტი;

  • ფინანსური მდგრადობა;

  • ადამიანური რესურსების მენეჯმენტი; 

  • სერვისების მიწოდება და განვითარება; 

  • გარე კომუნიკაცია, ბრენდინგი და სამიზნე აუდიტორიასთან კავშირი;

  • მონიტორინგი და შეფასება;

  • უსაფრთხოება და შესაბამისი აღჭურვილობა (ტექნიკა).

  1. ერთობლივი დისკუსია შეფასების შედეგებისა და განვითარების გეგმის შესახებ, წარდგენილი განცხადების მიხედვით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი განაცხადი შესაძლოა შეიცვალოს პირველადი შეფასების შედეგების შესაბამისად.

  2. ფინანსური დახმარება შესაძლებლობის განვითარების გეგმის შესასრულებლად.

 

რაც მოიცავს შესაძლებლობის განვითარების დახმარება:

დაფინანსება შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მათ შორის შემდეგი აქტივობებისთვის (სია არასრულია):

  • ტრენინგი, შიდა მენტორინგი, ორგანიზაციის საჭიროებიდან გამომდინარე ფოკუსირებული კონსულტირება (ფინანსური, ადამიანური რესურსების მართვის, ორგანიზაციული მენეჯმენტის, ფონდების მოძიების და საგრანტო განაცხადების წერის, ანგარიშგების, გრანტის მართვის, ციფრული და ფიზიკური უსაფრთხოების და ა.შ. მიმართულებები);

  • სტრატეგიული დაგეგმვა, რისკების შეფასება და შემცირება, ორგანიზაციის მისიისა და ხედვის ჩამოყალიბება;

  • შიდა პროცედურების განახლება, შექმნა, ხელსაწყოები და პოლიტიკის დოკუმენტები ახალი რეალობის გათვალისწინებით;

  • ორგანიზაციული შეფასების მეთოდოლოგიით გამოვლენილი სხვა საჭიროებები.

ორგანიზაციებს შესაძლებლობა აქვთ წარადგინონ განაცხადი შესაძლებლობის განვითარების მიმართულებით ბიუჯეტით: 20.000 ევრომდე. პროქტის ხანგრძლივობა: 6 თვიდან 12 თვემდე.

შერჩევის კრიტერიუმები

  • განმცხადებელი არის სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაცია (არასამთავრობო ორგანიზაცია, მედია-საშუალება, სოციალური საწარმო, კულტურულ-კრეატიული ორგანიზაცია, საინიციატივო ჯგუფი, და ა.შ. );

  • განმცხადებელს აქვს ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიის ხელშეწყობის, გამოხატვის თავისუფლებისა თუ ინფორმაციის თავისუფლების მიმართულებებით აქტივობების/პროდუქტის შექმნის მინიმუმ ერთწლიანი დადასტურებული გამოცდილება. აღნიშნული გამოცდილება შესაძლოა დადასტურდეს რეკომენდატორების მითთებით ან მედიაში საჯაროდ ხელმისაწვდომი/გამოქვეყნებული ბმულებით. თუ თქვენი ორგანიზაცია რელოცირებულია, რელოკაციამდე არსებული გამოცდილება გათვალისწინებული იქნება;

  • განაცხადი შევსებული და წარდგენილია დადგენილი ვადის გასვლამდე;

  • განაცხადი მკაფიოდ აღწერს ორგანიზაციული განვითარების მიამრთულებით საჭიროებებს;

  • განაცხადში წარმოდგენილია მკაფიო ხედვა, თუ როგორ დაეხმარება მოთხოვნილი მხარდაჭერა ორგანიზაციული განვითარების გაძლიერებას;

  • წარდგენილი ბიუჯეტი არის გასაგებად აღწერილი, სათანადოდ დასაბუთებული და ეფექტიანი;

  • წარდგენილი პროექტის გავლენა მდგრადია.  

 

კონფიდენციალურობა

ჩვენ ვითვალისწინებთ იმ რისკებს, რომლებიც შემზღუდველ გარემოში მომუშავე განმცხადებლებს წარმოეშობათ.  ჩვენს ორგანიზაციას აქვს რეგიონში ბენეფიციარებთან და პარტნიორებთან მუშაობის გრძელვადიანი გამოცდილება. ჩვენ ვიყენებთ ფაილების მართვის უსაფრთხო სისტემას და უსაფრთხო კომუნიკაციის საშუალებებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს თქვენი წარდგენილი აპლიკაციის ან მასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის კონფიდენციალურობა.

განცხადებების საშუალებით წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავებულია შესაბამისი პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობით და გამოიყენება მხოლოდ ამ საგრანტო შესაძლებლობის მართვის მიზნებისთვის.

 

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა:  29th of January 2026.

 

თქვენი განცხადება შეგიძლიათ წარადგინოთ ამ ბმულის შევსებით/გამოყენებით: /ka/webform/core_support?form_choice=Capacity Development

შემდგომი კომუნიკაციისა და კითხვებისთვისშეგიძლიათ მოგვმართოთ ამ ბმულის გამოყენებითContact Formარაუგვიანეს19 იანვრისაგადაწყვეტილება გეცნობებათ განაცხადების მიღების საბოლოო ვადის ამოწურვიდან არაუგვიანესკვირის განმავლობაში