საოპერაციო/ძირითადი საქმიანობის მხარდაჭერა ქართული სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის

*** გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ეს არის ინდივიდუალური მოწვევა. თქვენ შეგიძლიათ გაუზიაროთ ის მხოლოდ სანდო პარტნიორებს და კოლეგებს. თუმცა, გთხოვთ არ გაავრცელოთ დოკუმენტი სოციალურ მედიაში, ვებსაიტებსა თუ სხვა საჯარო პლატფორმებზე.*** 

მოწვევა განაცხადების მისაღებად ქართული სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის, რომლებიც იცავენ ადამიანის უფლებებს და მუშაობენ დემოკრატიული პრინციპების ხელშესაწყობად. 

 

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

რეგისტრირებულ ან არარეგისტრირებულ სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედია საშუალებებს, საინიციატივო ჯგუფებს, სოციალური მეწარმეობის ჯგუფებს, კულტურულ-კრეატიულ ორგანიზაციებს და ა.შ. აღნიშნული ორგანიზაციები შესაძლოა დაფუძნებული იყვნენ როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს მიღმა, თუმცა უნდა ფოკუსირდებოდნენ ქვეყნის შიგნით მყოფ ბენეფიციარებზე. განმცხადებელ ორგანიზაციას/ინიციატივას/მედიას უნდა შეეძლოს იმ სერვისების მიწოდება და აქტივობების განხორციელება საქართველოში, რომლებიც იცავენ ადამიანის უფლებებს და ხელს უწყობენ დემოკრატიის გაძლიერებას ქვეყანაში. აღნიშნული კონკურსი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს იმ განმცხადებლებს, რომლებზეც ქვეყანაში არსებულმა შემზღუდველმა კანონმდებლობამ, გარემომ და უფლებების შელახვამ  პირდაპირი გავლენა იქონია და ისინი მხარდაჭერას საჭიროებენ. 

განაცხადები, რომლებიც წარდგენილია პოლიტიკური ან რელიგიური ორგანიზაციებისგან, არ განიხილება. ასევე არ განიხილება სხვა ქვეყნის მოქალაქე ინდივიდების განაცხადები. კონკურსი არ არის განკუთვნილი იმ მედია ორგანიზაციების ან ინდივიდებისათვის, რომლებიც წარმოადგენენ პრო-სახელისუფლებო ან სახელმწიფოს მიერ მართულ/მასთან დაკავშირებულ მედიას, სივრცეს, ორგანიზაციას ან არიან ასეთ ორგანიზაციებში დასაქმებული პირები. 

პრიორიტეტი მიენიჭება იმ ორგანიზაციებისა და მედიის განაცხადებს, რომლებიც ქვეყნის შიგნით არიან დაფუძნებული. წახალისებულია განაცხადები რეგიონში მომუშავე ორგანიზაციებისგან, მედიისგან ან საინიციატივო ჯგუფებისგან.

რას მოიცავს ძირითადი საქმიანობის მხარდაჭერა? 

დაფინანსება შესაძლოა გამოყენებულ იქნეს შემდეგი აქტივობებისთვის (არასრული სია):

  • მხარდაჭერა ორგანიზაციის ძირითადი/ბაზისური საჭიროებებისთვის, რათა გააგრძელოს საქმიანობა და შეინარჩუნოს კავშირი ბენეფიციარებთან (ძირითადი ხარჯები, როგორიცაა მაგალითად: ოფისის ქირა, ტექნიკა, ხელფასები, საკონსულტაციო მომსახურება, კონტენტის პროდუქციის ხარჯი);
  • მხარდაჭერა იმ აქტივობების განსახორციელებლად, რომლებიც კავშირშია ადამიანის უფლებების დაცვასთან და დემოკრატიის პრინციპების ხელშეწყობასთან (მათ შორის, ფსიქოსოციალური და იურიდიული მხარდაჭერა ორგანიზაციის სამიზნე ჯგუფებისთვის, ტრენინგები, ღონისძიებები, კონტენტის შექმნა, პუბლიკაციები, ადვოკატირება, სტრატეგიული დაგეგმვის სესიები, უფლებადარღვევების მონიტორინგი, ცხელი ხაზი/საკონსულტაციო ცენტრები, და ა.შ. )

ორგანიზაციებს შესაძლებლობა აქვთ შემოიტანონ საოპერაციო გრანტისთვის განაცხადი 45.000 ევრომდე ბიუჯეტის ფარგლებში. პროექტის პერიოდი: 3-დან 18 თვემდე. 

შერჩევის კრიტერიუმები

  • განმცხადებელი არის სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაცია (არასამთავრობო ორგანიზაცია, მედია-საშუალება, სოციალური საწარმო, კულტურულ-კრეატიული ორგანიზაცია, საინიციატივო ჯგუფი, და ა.შ. );
  • განმცხადებელს აქვს ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიის ხელშეწყობის, გამოხატვის თავისუფლებისა თუ ინფორმაციის თავისუფლების მიმართულებებით აქტივობების/პროდუქტის შექმნის მინიმუმ ერთწლიანი დადასტურებული გამოცდილება. აღნიშნული გამოცდილება შესაძლოა დადასტურდეს რეკომენდატორების მითითებით ან მედიაში საჯაროდ ხელმისაწვდომი/გამოქვეყნებული ბმულებით. თუ თქვენი ორგანიზაცია რელოცირებულია, რელოკაციამდე არსებული გამოცდილება გათვალისწინებული იქნება;
  • განაცხადი შევსებული და წარდგენილია დადგენილი ვადის გასვლამდე;
  • საპროექტო განაცხადი შესაბამისია განაცხადში მკაფიოდ აღწერილ სამიზნე ჯგუფის საჭიროებებთან;
  • საპროექტო მიზნები არის სპეციფიური, გაზომვადი, მიღწევადი, რელევანტური და დროში გაწერილი (SMART);
  • საპროექტო განაცხადის შედეგები რეალისტურად მიღწევადია წარმოდგენილი მეთოდოლოგიისა და დაგეგმილი აქტივობების განხორციელებით და გაზომვადია შესაბამისად მითითებული ინდიკატორებით.
  • წარდგენილი ბიუჯეტი არის გასაგებად აღწერილი, სათანადოდ დასაბუთებული და ეფექტიანი;
  • წარდგენილი პროექტის გავლენა მდგრადია. 

 

კონფიდენციალურობა

ჩვენ ვითვალისწინებთ იმ რისკებს, რომლებიც შემზღუდველ გარემოში მომუშავე განმცხადებლებს წარმოეშობათ.  ჩვენს ორგანიზაციას აქვს რეგიონში ბენეფიციარებთან და პარტნიორებთან მუშაობის გრძელვადიანი გამოცდილება. ჩვენ ვიყენებთ ფაილების მართვის უსაფრთხო სისტემას და უსაფრთხო კომუნიკაციის საშუალებებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს თქვენი წარდგენილი აპლიკაციის ან მასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის კონფიდენციალურობა.

განცხადებების საშუალებით წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავებულია შესაბამისი პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობით და გამოიყენება მხოლოდ ამ საგრანტო შესაძლებლობის მართვის მიზნებისთვის.

 

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 29th of January 2026

თქვენი განცხადება შეგიძლიათ წარადგინოთ ამ ბმულის შევსებით/გამოყენებით: /ka/form/support?form_choice=Core Support

შემდგომი კომუნიკაციისა და კითხვებისთვის, შეგიძლიათ მოგვმართოთ ამ ბმულის გამოყენებით: Contact Form, არაუგვიანეს19 იანვრისა. გადაწყვეტილება გეცნობებათ განაცხადების მიღების საბოლოო ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 6 კვირის განმავლობაში.