*** გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ეს არის ინდივიდუალური მოწვევა. თქვენ შეგიძლიათ გაუზიაროთ ის მხოლოდ სანდო პარტნიორებს და კოლეგებს. თუმცა, გთხოვთ, არ გაავრცელოთ დოკუმენტი სოციალურ მედიაში, ვებსაიტებსა თუ სხვა საჯარო პლატფორმებზე.***
მოწვევა განაცხადების მისაღებად ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიის განვითარების მიმართულებით მომუშავე ქართველი უფლებადამცველებისთვის, აქტივისტებისთვის, ჟურნალისტებისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც მუშაობს მოწყვლად ჯგუფებთან და/ან ხელს უწყობს სამოქალაქო ჩართულობას და დემოკრატიული პრინციპების განვითარებას.
- სწრაფი მხარდაჭერა ინდივიდებისთვის (აქტივისტები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ჟურნალისტები და ა.შ.), რომლებიც მათი აქტივიზმის თუ საქმიანობის გამო სასწრაფო მხარდაჭერას საჭიროებენ, მათ შორის, შემდეგი ხარჯების დასაფარად:
- სასწრაფო იურიდიული დახმარება;
- ფსიქოსოციალური დახმარება (ემოციური გადაწვა, პოსტტრავმული რეაბილიტაცია);
- სამედიცინო დახმარება და ჯანმრთელობის დაზღვევა;
- კონფისკირებული ტექნიკის ჩანაცვლება;
- ხარჯები ფიზიკური და ციფრული უსაფრთხოებისთვის;
- იძულებითი რელოკაცია ქვეყნის შიგნით, ან მის ფარგლებს გარეთ (ბილეთი, დროებითი საცხოვრებლის ხარჯი);
- ქვეყანაში დაბრუნება საქმიანობის გასაგრძელებლად;
- უცხო ქვეყნის საბანკო ანგარიშის გახსნის ან მასთან დაკავშირებული სხვა ხარჯი.
2. ინდივიდუალური პროექტები/ორგანიზაციული მხარდაჭერა
ინდივიდულური პროექტებისთვის მხარდაჭერა განკუთვნილია ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიის განვითარებისთვის მომუშავე იმ უფლებადამცველების, ჟურნალისტების, არარეგისტრირებული საინიციატივო ჯგუფების ან ორგანიზაციებისთვის, რომლებიც სასწრაფო დახმარებას საჭიროებენ, ან არიან ტრანსფორმაციის პერიოდში (მაგ. რელოკაცია, სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლა/რეპრესიები, სამსახურის დაკარგვა აქტივიზმის გამო და ა.შ.). აღნიშნული მხარდაჭერა არის იმ უფლებადამცველებისა და ჟურნალისტებისთვის, რომლებიც კრიტიკულ/არასტაბილურ სიტუაციაში იმყოფებიან, თუმცა აქვთ სურვილი და შესაძლებლობა გააგრძელონ თავიანთი მნიშვნელოვანი საქმიანობა და სამიზნე ჯგუფების/თემის მხარდაჭერა.
სასწრაფო დახმარების ინდივიდუალური პროექტი შესაძლებელია მოიცავდეს, მათ შორის, შემდეგ ხარჯს:
- დროებითი საცხოვრებელი ხარჯი;
- ოფისის ქირა და სხვა ადმინისტრაციული ხარჯი;
- ტექნიკური აღჭურვილობა, პროგრამული უზრუნველყოფა ან ტექნიკური დახმარება;
- ხელფასები;
- ფსიქოსოციალური მხარდაჭერა;
- ციფრული და ფიზიკური უსაფრთხოება;
- კონტენტის პროდუქცია და გავრცელება;
- იურიდიული სერვისები;
- კვლევითი საქმიანობა;
- ადგილობრივი ტრანსპორტირება ან სხვა მსგავსი ხარჯი, რის გარეშეც შესაბამისი პროექტი ვერ განხორციელდება;
- საქმიანობის/ოპერირების გაგრძელებისთვის აუცილებელი ზომების მიღება, ფიზიკური უსაფრთხოების გაძლიერება;
- უფლებადაცველებისა და ჟურნალისტებისთვის იურიდიული დახმარება;
- ფონდების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული ხარჯი (მაგ.: საბანკო ანგარიში საზღვარგარეთ).
მხარდაჭერის პერიოდი: 6 თვემდე
ბიუჯეტის ოდენობა:
- ინიდივდუალური საჭიროებებისთვის მოთხოვნილი მაქსიმალური ხარჯი შეადგენს 3000 ევროს; თუ ინდივიდი ერთობლივ აპლიკაციას ავსებს - ბიუჯეტის მაქსიმალური ოდენობა 5000 ევროა.
- ინდივიდუალური პროექტისთვის მაქსიმალური ბიუჯეტის ოდენობა: 10 000 ევრო.
შენიშვნა: ერთობლივი აპლიკაცია გულისხმობს ინდივიდის მიერ განაცხადის წარდგენას, მათ შორის ოჯახის წევრების მხარდასაჭერად (მაგ. მეუღლე, პარტნიორი, შვილები)
იმისათვის, რომ მაქსიმალურად მეტი ორგანიზაციისა და ინდივიდის დახმარება შევძლოთ, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ერთი და იმავე ორგანიზაციიდან სამზე მეტი ინდივიდუალური განაცხადი არ მიიღება.
არ განიხილება აპლიკაციები იმ ინდივიდებისგან, რომლებიც პოლიტიკურ ან რელიგიურ ორგანიზაციებს წარმოადგენენ.
ჩვენ დაგიკავშირდებით აპლიკაციის წარდგენიდან 3 კვირის განმავლობაში.
=> Link to the Individual form
=> Link to the Individual project form