მედია კონტენტის შექმნის მხარდაჭერა

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ეს არის ინდივიდუალური მოწვევა. თქვენ შეგიძლიათ გაუზიაროთ ის მხოლოდ სანდო პარტნიორებს და კოლეგებს. თუმცა, გთხოვთ არ გაავრცელოთ დოკუმენტი სოციალურ მედიაში, ვებსაიტებსა თუ სხვა საჯარო პლატფორმებზე.

ვის შეუძლია განაცხადის გაკეთება?

 რეგისტრირებულ ან არარეგისტრირებულ დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს, საინიციატივო ჯგუფებს. აღნიშნული ორგანიზაციები შესაძლოა დაფუძნებული იყვნენ როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს მიღმა, თუმცა უნდა ფოკუსირდებოდნენ ქვეყნის შიგნით მყოფ აუდიტორიაზე.

პრიორიტეტი მიენიჭება იმ მედია-საშუალებების განაცხადებს, რომლებიც ქვეყნის შიგნით არიან დაფუძნებული. წახალისებულია განაცხადები დედაქალაქს გარეთ/რეგიონში მომუშავე მედიისგან ან საინიციატივო ჯგუფებისგან.

განაცხადები, რომლებიც წარდგენილია პოლიტიკური ან რელიგიური ორგანიზაციებისგან, არ განიხილება. ასევე არ განიხილება სხვა ქვეყნის მოქალაქე ინდივიდების განაცხადები. კონკურსი არ არის განკუთვნილი იმ მედია ორგანიზაციების ან ინდივიდებისათვის, რომლებიც წარმოადგენენ პრო-სახელისუფლებო ან სახელმწიფოს მიერ მართულ/მასთან დაკავშირებულ მედიას, ორგანიზაციას ან არიან ასეთ ორგანიზაციებში დასაქმებული პირები. 

რისი დაფინანსებაა შესაძლებელი?

 დაფინანსდება კონტენტის წარმოებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი, მაქსიმუმ 20,000 ევროს ოდენობით. პროექტის მხარდაჭერის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 3-დან 12 თვემდე, ყველა აქტივობა დასრულებული უნდა იყოს არაუგვიანეს 2027 წლის 30 ივლისისა.

რა ტიპის მედია კონტენტი დაფინანსდება?

 მხარდაჭერილი იქნება კრეატიული, ინოვაციური და აუდიტორიაზე ორიენტირებული კონტენტის შექმნა, რომელიც იყენებს ჩართულობის მაღალ ფორმატებს დეზინფორმაციასა და პროპაგანდასთან საბრძოლველად, დემოკრატიის ხელშემწყობი ნარატივების გასაძლიერებლად და საქართველოში ინფორმირებული საჯარო დისკუსიის ხელშეწყობისთვის.

გრანტები დაფარავს როგორც მედია კონტენტის წარმოებას, ასევე მის გავრცელებას ტრადიციული თუ არატრადიციული მედია პლატფორმების საშუალებით.

შერჩევის კრიტერიუმები

  • განაცხადი სრულად არის შევსებული, მითითებული ვადების დაცვით.
  • განმცხადებელი წარმოადგენს დამოუკიდებელ მედიასაშუალებას ან (სოციალური) მედიის საინიციატივო ჯგუფს.
  • განმცხადებელს აქვს საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, სიტყვის თავისუფლების ან ინფორმაციის თავისუფლების თემებზე კონტენტის შექმნისა და გავრცელების დადასტურებული გამოცდილება; ეს უნდა დასტურდებოდეს რეკომენდაციებით და/ან გამოქვეყნებული მასალების ბმულებით. თუ ორგანიზაცია სხვა ქვეყნიდან საქმიანობს, გათვალისწინებული იქნება სხვა ქვეყანაში გადასვლამდე საქართველოში არსებული გამოცდილება;
  • პროექტის მიზნები არის კონკრეტული, გაზომვადი, მიღწევადი, რელევანტური და დროში განსაზღვრული (SMART).
  • შედეგები მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული;
  • განაცხადი უნდა შეიცავდეს პროგრამის აღწერას, რომელიც განმარტავს,  კონტენტის წარმოების ინოვაციურობას, მოიცავს წარმოების გეგმას.
  • პროექტში მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული სამიზნე აუდიტორია და მისი მიღწევის გზები გავრცელების გეგმის საშუალებით.
  • წახალისებულია ახალგაზრდებზე გათვლილი ინიციატივები, თუმცა ჩვენ ასევე მივესალმებით სხვა კონკრეტულ აუდიტორიაზე გათვლილ პროექტებს.
  • ბიუჯეტი უნდა იყოს ნათელი, დასაბუთებული და ეფექტიანი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ გრანტის მაქსიმალური ოდენობა 20,000 ევროა, შერჩევის პროცესის ფარგლებში ორგანიზაცია იტოვებს უფლებას, გადახედოს წარმოდგენილ ბიუჯეტს და საჭიროების შემთხვევაში, შერჩეულ აპლიკანტებთან თანამშრომლობით მოახდინოს მისი კორექტირება.

კონფიდენციალურობა

 ჩვენ გვესმის იმ რისკების შესახებ, რომელთა წინაშეც დგანან შეზღუდულ გარემოში მომუშავე განმცხადებლები. ჩვენს ორგანიზაციას რეგიონში ბენეფიციარებთან და პარტნიორებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. განაცხადებისა და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის უზრუნველსაყოფად ვიყენებთ უსაფრთხო მენეჯმენტის სისტემებსა და დაცულ საკომუნიკაციო არხებს.

წარმოდგენილი ყველა პერსონალური მონაცემი დამუშავდება მონაცემთა დაცვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და გამოყენებული იქნება მხოლოდ გრანტის ადმინისტრირების მიზნებისთვის.

განაცხადები შეფასდება მიმდინარე წესით, ყოველთვიურად, პროექტისთვის განკუთვნილი თანხის ამოწურვამდე.

=> განაცხადის გაგზავნა შეგიძლიათ აქ: მხარდაჭერა მედია კონტენტის წარმოებისთვის საქართველოში